Wednesday, December 16, 2015

ტრენინგის მეცხრე დღე

დღეს დიდი დღეა..
დღეს მთავრდება ინტელის ტრენინგი..
დღეს შევამოწმეთ ყველა მონაცემი, გვქონდა თუ არა ატვირთული დრაივზე (რაიმე რომ არ გამოგვრჩენოდა) და დავიწყეთ ჩვენი პროექტების პრეზენტაცია..
პირველი წარმომდგენი იყო ნათია დოლიძე, პროექტით - "კაი ყმა-ზნეობრივი ორიენტირი", ვაჟა ფშაველას მიზედვით.. არაჩვეულებრივი, ნიჭიერი ადამიანი..
შემდეგი წარმომდგენი მარინა კობაიძე, პროექტით - "სტატისტიკური კვლევები, მოსწავლეთა მიდრეკილებები და აკადემიური მოსწრება".. ძალიან პოზიტიური და სასიამოვნოქალბატონი..
შემდეგი წარმომდგენი ვიყავი მე და ჩემი თემა იყო - "ეს მავნებელია".. სადაც ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე უნარჩვევები არის განხილული..
შემდეგი მომხსენებელი - ელა დოღაძე, მისი თემაა - თანამედროვე მობილური ტელეფონები.. ელა ნიჭიერი და საინტერესო ადამიანია..
შემდეგი მომხსენებელია მარინა კაცია, თემით - აფხაზეთი.. ეს თემა ყველას ტკივილია და ამ ქალბატონმა ძალიან საინტერესოდ და ემოციურად წარმოადგინა ეს ყველაფერი..
შემდეგი წარმომგდენი ნინო მელაძე, თემით - ბარბარიზმები, საკმაოდ საჭირო საკითხია, თავისი მშვენიერი წარმომდგენით..
შემდეგი წარმომგდენია ლია ლაზიშვილი, თემით - "ზღაპრის რეალობა, ბრძოლა სიკეთისთვის".. ეს არაჩვეუებრივი თემაა, თავისი არაჩვეულებრივი დადებითი და პოზიტიური წარმომდგენით..
შემდეგი წარმომგდენი ლელა სხირტლაძე, თემით -"ამოდის ნათდება", ვაჟა-ფშაველას მოთხრობის მიხედვით... ეს წარმომდგენი არაჩვეულებრივი, ნიჭიერი და პოზიტიური ადამიანია..
შემდეგი წარმომგდენია ლელა არბოლიშვილი, თემით - "აბრეშუმის გზა".. ეს არაჩვეულებრივი პატარა და ძალიან ნიჭიერი გოგოა.. :)
შემდეგი წარმომგდენი მაია სტეფანიშვილი, თემით - "მეტალები და არამეტალები".. ეს ძალიან წარმატებული ქალბატონია, მშვენიერი საყოფაცხოვრებო თემით, რომელიც ცდილობს ქიმია შეაყვაროს ბავშვებს..
ბოლო გამომსვლელი იყო მარიამ ბერუაშვილი, თემით -"კატასტროფის თაობა ესპანურ ლიტერატურაში", ეს არის ესპანეთის ლიტერატურის განხილვა ისტორიულ ჭრილში, ძლაიან პოზიტიური და ნიჭიერი ადამიანი..
 დღეს ჩემთვის საინტერესო იყო - "სამჯერ თქმის პრინციპი", ანუ პრეზენტატორის უნარჩვევები უნდა იყოს სამჯერ წარმოჩენილი პრეზენტაციის დროს, ანუ სათქმელი უნდა ვთქვათ სამჯერ.. და ეს ნიშნავს, რომ კარგი პრეზენტაცია გავაკეთეთ..
ყველა პროექტი ძალიან თემატური, ორიგინალური, საინტერესო და გამორჩეულია..
ძალიან კმაყოფილი ვარ ამ პროექტის გავლით, სადაც ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანი და კოლეგა გავიცანი.. განსაკუთრებით დიდი მადლობა ქალბატონ მანანას, რომელიც არაჩვეულებრივი პედაგოგი, ადამიანი და ტრენერია..
დარწმუნებული ვარ რომ აუცილებლად მომენატრება ეს პერიოდი და ყველა თქვენთაგანი..

Sunday, December 13, 2015

ტრენინგის მერვე დღე

დავასრულეთ მოსწავლის ნიმუშები; გავეცანით მეშვიდე მოდულში აქტივობა 1: ფასილიტაციის რესურსების შექმნა . მოსწავლის ნიმუში ავტვირთეთ დრაივზე.  გამოვაქვეყნეთ ჩვენი პროექტის  საქაღალდე  ბლოგზე და ვისწავლეთ გუგლი ფორმები. შევადგინეთ კითხვარი და გაუზიარეთ ერთმანეთს. შევქმენით ციტირებული დოკუმენტი. გავეცანით მეშვიდე მუდულში ფასილიტაციას. 
ტრენინგის მერვე დღეს, დავიწყეთ პროექტის გეგმის განხორციელებისთვის საჭირო მასალების მოძიებით. შევქმენით ციტირებული დოკუმენტი (იგივე - გამოყენებული ლიტერატურა) და დავასრულეთ მოსწავლის ნიმუშის სლაიდშოუ, რომელიც ავტვირთეთ Drive-ში. ასევე დავასრულეთ ყველა "დავალიანება", რაც კი გვქონდა დარჩენილი.
გავიგე რომ ფასილიტაციის დროს უშუალოდ ეხმარები ბავშვს, რომ შეასრულოს კონკრეტული დავალება, ხოლო ხარაჩოს დროს აძევ კონკრეტულად მითითებას რა უნდა გააკეთონ..
Education Viewer-ის მეშვიდე მოდულში ფასილიტაციის რესურსებს და პროექტის გეგმის ჩეკლისტს.  რესურსებში გავეცანით - ფასილიტაციის ნიმუშებს.
(ხოლო მხარდაჭერაში - უნდა ვნახოთ ხარაჩოები, რაც მეშვიდე დღეს გვქონდა).
გავეცანით გუგლის ფორმებს და შევქმენით კითხვარი ჩვენი პროექტის შესაბამისად და ავტვირთეთ სასწავლო პროექტის დამხმარე საქაღალდეში.
ჩვენი პროექტის საქაღალდე გავაზიარეთ ბლოგზე.  

Friday, December 11, 2015

ტრენინგის მეშვიდე დღე

შევედით Google Drive-ში და შევქმენით საქაღალდეები :კურსის რესურსები, მოსწავლის ნიმუში, სასწავლო პროექტის გეგმა, სასწავლო პროექტიე დამხმარე, სურათები- აუდიო- ვიდეო, შეფასებები. ვიმუშავეთ და გამოვიყენეთ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები
 განვახორციელეთ მეილიდან Drive-ში ფაილის გადატანა. დოკუმენტები გადავიყვანეთ გასწორების რეჟიმში.
ვიმუშავეთ მეექვსე მოდელზე Viewer-ში  კითხვარი დიფერენცირებულ სწავლებაზე . განვიხილეთ გარდნერის "ინდივიდუალური განსხვავებები სწავლის დროს" და ამის მიხედვით შევქმენით განმავითარებელი შეფასებები.
შევიმუშავეთ კრიტერიუმების გამოთვლის მეთოდები. 
რესურსებში, მოსწავლეთა მხარდაჭერის განყოფილებაში, ვიმუშავეთ პრეზენტაციის შაბლონის შედგენაზე, სადაც სკაფოლდინგის შესაბამისად უნდა გვემოქმედა. 

Thursday, December 10, 2015

ტრენინგის მეექვსე დღე

 გავიმეორეთ განვლილი მასალა.გავხსენით პორთფოლიოს რუბრიკა, გეგმაში დავამატეთ პროცედურები.
http://tpdc.ge/essentials/ ჩანართში განვიხილეთ მეტრული სიგიჟე და ამის შესაბამისად დავწერეთ შეფასების რუბრიკა.

Saturday, November 28, 2015

ტრენინგის მეხუთე დღე

მეხუთე დღეს გავეცანით კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგადი წესებს (მოდული 3.კავშირები: კონსტრუქციული უკუკავშირის მიცემის ზოგადი წესები)
 და ჯგუფის წევრებს გავუკეთეთ რეფლექსიის შეფასებები.
 გავეცანით მოსწავლის ნიმუშის საპრეზენტაციო მასალას "საავტორო უფლებების გაცნობიარება" (რესურსები: საავტორო უფლებების გაცნობიერება) ვისწავლეთ საავტორო უფლების ლოგოს "©" მოძებნა-გამოყენება და სიმულაციურად, მოსწავლის ნაცვლად , შევქმენით ნაშრომები სლაიდ შოუს სახით.

ტრენინგის მეოთხე დღე

გავეცანით შეფასების 5 მიზანს, მეორე მოდულის მესამე აქტივობააღნიშნულის საფუძველზე განვიხილეთ შეფასების გეგმა და მოსწავლეთა საჭიროებების შეფასება "ვიცი-მინდა ვიცოდე, ვისწავლეცხრილი.
   blogger.com გავაკეთეთ გვერდები სადაც გამოვაქვეყნეთ ინტელის ტრენინგის http://tpdc.ge/essentials/ გვერდი. 

Wednesday, November 18, 2015

ტრენინგის მესამე დღე

მესამე დღეს განვიხილეთ წინა დღის დავალება: ჩვენ მიერ შექმნილი ბუკლეტები განვიხილეთ.
გავეცანით, განახლებული ბლუმის ტაქსონომიაზმნების კლასიფიცირება,21- საუკუნის უნარ-ჩვევები და შესაბამისი ლექსიკა, გამოვკვეთეთ მაღალი სააზროვნო უნარები და ვიმუშავეთ სასწავლო პროექტის გეგმის,  სასწავლო მიზნების შედგენაზე.
შემდეგ გავეცანით"მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვების" სლაიდს და შევადგინეთ საკუთარ გეგმასთან დაკავშირებული ზოგადი, თემატური და შინაარსობრივი ტიპის კითხვები.
ბოლოს , სტანდარტის შესაბამისი ამოცანის აქტივობების პროცედურის ჩამოწერა ავტვირთეთ googl driwe-ში.